ახალი ამბები
ავარია გორში - ორი ტაქსისტი ერთმანეთს შეეჯახა
გორში, კოსტავას და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაზე ტოიოტას და მერსედესის მარკის მანქანბი ერთმანეთს შეეჯახა. ორივე მანქანას ტაქსის მძღოლი მართავდა, ავარიის დროს მანქანებში მგზავრები არ იმყოფებოდნენ.  მსუბუქი დაზიანებ მიიღო მერსედესის ტაქსის მძღოლმა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თქმით, ტოიოტას მარკის ტაქსის მძღოლი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსისი 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის ( სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა) თანახმად, დაჯარიმდა 250 ლარით.






Print

სტატიის გამოყენების პირობები