ახალი ამბები
არინა თავაქარაშვილი პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად შეწყალების კომისიის წევრი გახდა
19 ივლის საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების საკითხთა კომისიის ახალი შემადგენლობის შესახებ ბრძანებულება გამოსცა.

ბრძანების თანახმად კომისიის წევრობა დატოვა თამარ ხიდაშელმა და უჩა ნანუაშვილმა, მათი პოზიციები შეწყალების კომისიაში დაიკავეს პედაგოგმა არინა თავაქარაშვილმა და იურისტმა ნინო კიკნაძემ.

შეწყალების კომისიაში კვლავ რჩებიან:

ზვიად ქორიძე - კომისიის თვჯდომარე;

იურისტი, უფლება დამცველი - ლია მუხაშავრია;

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი - ეკა გიგაური;

მწერალი, დრამატურგი - ვასილ ჯანიკაშვილი;

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი - რევაზ კიკნაძე;

მწერალი - კონსტანტინე ჯანდიერი;

მწერალი - გივი შაჰნაზარი;

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი - თეოდორე (ჭუაძე).
Print

სტატიის გამოყენების პირობები