პრესსამსახურის ცნობით, გამგებელმა დავით ონიაშვილმა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ ბერშუეთში კაკლის ნერგები ჟურნალისტებთან ერთად დარგეს. სამების სახელობის ტაძრისკენ მიმავალ ფერდობზე მეგობრობისა და მშვიდობის ნიშნად კაკლების ხეივანი გაშენდება.
ნერგები კოოპერატივი „ნიქოზი“_ს დირექტორმა გია მჭედლიძემ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას საჩუქრად გადასცა. კაკლები სოფლებში გამგებლის წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დარგეს და მათ მოვლაზეც იზრუნებენ.
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სხვადასხვა ჯიშის ნარგავების დარგვა მომავალშიც გაგრძელდება.
სტატიის გამოყენების პირობები