ახალი ამბები
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში სანიაღვრე არხების მოწყობა იგეგმება
ქარელის მუნიციპალიტეტში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ჭვრინისში და გულიკაანთკარში სანიაღვრე არხები მოეწყობა, ხოლო სოფელ ბრეძაში სარწყავი სისტემის სარიაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს, ქარელის მუნციპალიტეტიდან აცნობეს.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სანიაღვრე არხებისა და სარწყავი სისტემის საპროექტო დოკუმენტაცია, USAID- Zrda- პროექტის ფარგლებში მოუმზადდა, ინფრასტრუქტურული პროექტის შესრულებაზე ვალდებულება კი ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა.

ბრეძის სარწყავი სისტემის რიაბილიტაციისათვის 43594 ლარია გამოყოფილი, ჭვრინისის სანიაღვრე არხის რიაბილიტაციისათვის 43433, ხოლო გულიკაანთკარის სანიაღვრი არხზე 49572 ლარს დახარჯავს ქარელის მუნიციპალიტეტი.

,,გამყოფი ხაზის სოფლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციალება 2019 წლის ბოლოს მთლიანად დასრულდება.“ - აცხადებენ ქარელის მუნციპალიტეტის მერიაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები