ახალი ამბები
სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების შესახებ გორში შეხვედრა გაიმართა
დღეს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერით და პროფესიული კოლეჯის „განთიადის“ ორგანიზებით, კოლეჯის ბაზაზე გაიმართა სამუშაო შეხვედრა კერძო სექტორისა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების (სდს) შესახებ.

პროფესიული განათლების ახალი მოდელი (სდს) წარმოადგენს სწავლის პროცესს, რომელიც თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების ინტეგრირებით ხორციელდება სასწავლებელში და რეალური სამუშაოს შესრულების დროს - ფერმერულ მეურნეობაში. აღნიშნული მოდელი უზრუნველყოფს კერძო სექტორისთვის სოფლის მეურნეობაში ახალგაზრდების შემოდინებას, შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფას, სწავლის შედეგის შესაბამისად მოტივირებული სტუდენტების ჩართულობას კერძო სექტორის ფერმერული მეურნეობის პროცესში, რეგულარულად კადრების შევსება/განახლებას, თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას ნაკლები დანახარჯებით, პერსონალის გადამზადების თანხების დაზოგვას და სოციალურ პასუხისმგებლობას.

პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) კოორდინაციით. ახალი მოდელის დანერგვა 2016 წლიდან მეცხოველეობის, მეხილეობის, მეფუტკრეობის მიმართულებით ხორციელდება საქართველოს ექვს რეგიონში - სამეგრელო, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი და მცხეთა-მთიანეთი. მიმდინარე ეტაპზე პროექტის განხორციელება მიმდინარეობს საქართველოს მასშტაბით.

Print

სტატიის გამოყენების პირობები