ახალი ამბები
პოლონელი მოზარდები ქართული კულტურის გასაცნობად გორში თანატოლებთან იცხოვრებენ
პოლონელი მოზარდები ქართული კულტურის გასაცნობად ქართულ ოჯახებში იცხოვრებენ. ისინი გორში 1-3 აგვისტოს ჩავლენ და ორგანიზაცია ,,მეგობრობის ხიდი-ქართლოსის“ ორგანიზებით სხვადასხვა სახლებში გადანაწილდებიან.

ორგანიზაციის წარმომადგენლის მეგი ბიბილურის ცნობით, პრიორიტეტი იმ ოჯახებს მიენიჭება, სადაც ასევე იმავე ასაკის მოზარდები იზრდებიან:

,,გორში, 1-3 აგვისტოს, გვეყოლება სტუმრად პოლონელი, 13 -16 წლის ასაკის მოზარდები, რომლებიც ჩამოდიან ქართული კულტურის გასაცნობად. პროგრამა ითვალისწინებს ქართულ ოჯახებში მასპინძელობას. ვინც დაინტერესებულია იმით, რომ 3 ღამით დაიტოვოს თითო ბავშვი, გააცნოს ქართული კულტურა, სამზარეულო, რეგიონი და დაიმეგობროს, უნდა მოგვმართოს ჩვენ. მთელი დღის განმავლობაში პროგრამა დატვირთული გვაქვს ,,ქართლოსში“. საღამოს 18:00 საათიდან დილის 9:00 საათამდე კი დაბინავდებიან ოჯახებში“ - აღნიშნავს მეგი ბიბილური.


Print

სტატიის გამოყენების პირობები