ახალი ამბები
9 წლის გორელი ჩოგბურთელი ბარბარე ბერიაშვილი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია
9 წლის გორელი ჩოგბურთელი ბარბარე ბერიაშვილი ბათუმში გამართული მემორიალური საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას. გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ნიაზ ჟორდანიასა და ვიტალი ასათიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ამ მემორიალური ტურნირის 8–9 წლის გოგონებს შორის ასპარეზობისას ბარბარემ დაუმარცხებლად განვლო გზა ჩემპიონობამდე სძლია–რა 5 მეტოქეს და ოქროს მედალი, თასი და სიგელი დაისაკუთრა.

ბარბარე ბერიაშვილი გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალური სასპორტო სკოლის ჩოგბურთის სექციის აღზრდილია და მას მწვრთნელები ნუგზარ კოპაძე და ირაკლი ბერიაშვილი ავარჯიშებენ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები