ახალი ამბები
გორელმა მოკრივეებმა საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს
26-29 ივლისს ბათუმში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ,,ბათუმის თასი 2018" კარგად იასპარეზა ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სპეციალიზებული სპორტული სკოლის გუნდმა.
ინფორმაცია ასმის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტო ავრცელებს


სააგენტოს ინფორმაციით, შეჯიბრებაზე, სადაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქის გუნდების გარდა ყაზახეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის და რუსეთის წარმომადგენელი მოკრივეები მონაწილეობდნენ – გორელებმა 2 პირველი, 1 მეორე და 2 მესამე ადგილი დაიკავეს.

ეს შეჯიბრება ქართველი მოკრივეებისთვის გახლდათ შესარჩევი კადეტთა შორის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობის დასაყენებლად.

ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ: ლუკა ნიქაბაძე (50 კგ) და გიორგი გუცაევი (80). მეორე ადგილზე ნიკა ბაბუციძე (48) გავიდა, მესამე საპრიზო ადგილები კი დაიკავეს გოგა მამულაშვილმა (57) და ავთანდილ შოშიაშვილმა (63).

გარდა ამისა ერთი ოქროს და ერთიც ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა ერედვის გუნდმა, რომელიც გორის ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სპეციალიზებულ სპორტულ სკოლაში ვარჯიშობს. ერედველთაგან პირველ ადგილზე გავიდა ნიკა ჯიოშვილი (70), ხოლო მესამე ადგილი თორნიკე ჯიოშვილმა (+80 კგ) აიღო.


გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენების მწვრთნელები არიან: ილია ტლაშაძე, გიორგი ქარელიშვილი, ავთანდილ შოშიაშვილი, შალვა შოშიაშვილი, ბადრი ყულუმბეგაშვილი და მერაბ მაისურაძე.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს კადეტთა ნაკრებს გორელი მწვრთნელი ბექა ლობჟანიძე უდგას სათავეში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები