ახალი ამბები
გორის მერიის შენობაში ლიფტი დაზიანდა
გორის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ლიფტი დაზიანდა. ამის გამო, პირველი სართულიდან მეოთხე სართულზე მიმავალ თანამშრომლებს ასვლა ფეხით უწევთ.

მერიის გადაწყვეტილებით, აუცილებელია ლიფტების სარემონტო სამუშაოების წარმოება. კერძოდ, გამოსაცვლელია როგორც ელსადენები, ასევე, სართულებს შორის მაკონტროლებელი სისტემები. დაზიანებულია, ლიფტის უსაფრთხო მუშაობასთან დაკავშირებული ნაწილები.

მერიის ადმინისტრაციის ცნობით, ლიფტის შეკეთება უახლოეს ერთ თვეში მოხდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები