ახალი ამბები
დღეს სახალხო დამცველი კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას ხვდება
დღეს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ მცხოვრებ და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას ხვდება.

ნინო ლომჯარია უკვე შეხვდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის და ზარდიაანთკარის მოსახლეობას და ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებს.

15:00 საათზე, სახალხო დამცველი ასევე შეხვდება გორის #1 საბავშვო ბაღში მცხოვრებ კონფლიქტით დაზარელებულ მოსახლეობას. ‬

Print

სტატიის გამოყენების პირობები