ახალი ამბები
აგვისტოს ომის კვირეულის ფარგლებში დემოკრატიის სკოლაში შეხვედრა გაიმართება
4 აგვისტოს, შაბათს, 11 საათზე, ორგანიზაცაცია მეგობრობის ხიდი "ქართლოსის" ორგანიზებით, გორის დემოკრატიის სკოლასთან თანამშრომლობით, გორის დემოკრატიის სკოლაში (გორი, დურმიშხან ბერუაშვილის ქ.12) აგვისტოს ომის 10 წლისთავის კვირეულის ფარგლებში, დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, მედიისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის გაიმართება ვორქშოპი თემაზე: "კონფლიქტის ფსიქოლოგიის და ცვლილებების თეორია".

შეხვედრას გაუძღვება - სპეციაურად მოწვეული პოლონელი საერთაშორისო ექსპერტი - პროფესორი ტომაშ ტეოდორჩიკი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, საზოგადოებრივი ფასილიტატორი, პროცესის ფსიქოლოგიის აკადემიის შემქმნელი, ფონდ „კონტრასტების ფორუმის“ დამფუძნებელი, „RS POP ZURICH“ და აგრეთვე „IAPOP“ წევრი, სოციალური პროექტების, ტრენინგების, მასტერკლასების, სტატიების და წიგნის ავტორი. მას აქვს 20 წლიანი გამოცდილება სხვადასხვა კონფლიქტურ რეგიონებში მათ შორის ეკვადორში, აფრიკაში, კოსოვოში, უკრაინაში.

ჩვენ ვცხოვრობთ კონფლიქტის სამყაროში და მათ გამო ვართ უმწეო მდგომარეობაში. ყველაზე მეტად ჩვენ გვაქვს ცუდი გამოცდილება კონფლიქტში და ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ ისინი. თუმცა კონფლიქტები შესაძლოა იქცეს ტრანსფორმაციის მძლავრ იარაღიად - თუ ჩვენ გვეცოდინება როგორ გაუმკლავდეთ მათ. ყველაფერი იცვლება - ამაზე ყველა ვთანხმდებით. მაგრამ არსებობს ცვლილებები, რომლის მიღებაც გვსურს და არსებობს ცვლილებები რომლებიც არ მოგვწონს, არ ვეთახმებით და ხშირად თავს ვარიდებთ. ჩვენ შევეცდებით გაჩვენოთ თუ როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ისინი ჩვენი განვითარებისთვის. აგრეთვე წარმოგიდგენთ შიდა კონფლიქტისა და კრიზისის კონცეფციას, როგორც აუცილებელ ელემენტს განვითარებისათვის.

Print

სტატიის გამოყენების პირობები