ახალი ამბები
მავთულხლართების პირისპირ მცხოვრები ქალების შესახებ ფილმის პრეზენტაციას ერგნეთის მუზეუმი უმასპინძლებს
2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირრებით, ხვალ, 3 აგვისტოს, 15:00 საათზე, სოფელ ერგნეთში, ომის მუზეუმში გაიმართება დოკუმენტური ფილმის „ქალები მავთულხლართების პირისპირ“ პრეზენტაცია.

ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბედ რუდი დაესწრებიან.

დოკუმენტური ფილმი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, გამყოფი ხაზების გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები შვიდი ქალის ცხოვრებას ასახავს რომლებსაც არაერთი სირთულისა და გამოწვევის მიუხედავად, შეძლეს გამხდარიყვნენ წარმატებულები და ეკეთებინათ საქმე, რომელიც არა მხოლოდ მათთვის, არამედ მთელი სოფლისთვის და იქ მცხოვრები მოსახლეობისათვის დადებითი შედეგის მომტანი იქნებოდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები