ახალი ამბები
ბანკში მცხოვრებმა მამაკაცმა ბიოლოგიური მოთხოვნილება ფოიეში დაიკმაყოფილა
დაახლოებით 45-წლამდე ასაკის მამაკაცი ,,თი ბი სი" ბანკის გორის ფილიალის ფოიეს ღამის გასათევად იყენებს. ოფისი გორის ცენტრში, სტალინის გამზირზე მდებარეობს.

ფოიე ღამის საათებში ღიაა, ობიექტს კი, დაცვა იცავს. მამაკაცი ვინაობას არ ასახელებს და უცნობია საცხოვრებლად ბანკის შენობის გამოყენების მიზეზიც.

დაცვის თანამშრომლებმა საქართველოში ერთ-ერთი ძლიერი საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლები საქმის კურსში ჩააყენეს. უცნობმა მამაკაცმა ძილის შემდეგ ბიოლოგიურ მოთხოვნილება ფოიეში დაიკმაყოფილა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები