ახალი ამბები
რადიო "მოზაიკას" დირექტორმა შსს-ს თანამშრომლებს სასამართლო პროცესი მოუგო
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, დავით პაპუაშვილმა მიიჩნია, რომ პოლიციის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გვანცა დოლუაშვილის შესაძლო ბრალეულობის დასამტკიცებლად.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გვანცა დოლუაშვილის დაჯარიმებას, სარალიძის მკვლელობის ობიექტური გამოძიების მოთხოვნის მიზნით, გორის ერთ-ერთ ქუჩაზე გაკეთებული წარწერის „მკვლელი ქუჩაშია" გამო ითხოვდა. შსს -ს მიერ აღძრული საქმე მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს ეყრდნობოდა და სხვა მტკიცებულებით გამყარებული არ იყო.

ჯერჯერობით უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო, ზემდგომ ინსტანციაში, გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას.

გვანცა დოლუაშვილი აპირებს გენ-ინსპექციას მიმართოს აღნიშნული პოლიციელების დისციპლინური პასუხისმგებლობისთვის.

პოლიციელები დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის შეკითხვებს პასუხობდნენ, მათ მიერ გაჟღერებული ზოგიერთი დეტალი ერთმანეტს არ ემთხვეოდა.

25 წლის ავთანდილ ღოლიჯაშვილი, 39 წლის ალბერტ ალექსიძე და 30 წლის რობერტ ტერტერაშვილი ამბობდნენ, რომ 23:00 საათზე 7-10 მეტრის მანძილიდან მოშორებით გვანცა დოლუაშვილი ჩაცუცქულ მდგომარეობაში დაინახეს და ადგილზე, სადაც საპროტესტო წარწერები დახვდათ სამართალდამრღვევები ვეღარ მოძებნეს. პოლიცუიელებმა ვერ გაიხსენეს, ვინ მართავდა საჭეს და ზუსტად რა დრო მოანდომეს მანქანის გაჩერებას და ადგილზე მისვლას.

სასამართლო პროცესის დაწყებმდე სასამართლოს შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლა გაიმარტა. რადიო "მოზაიკას" დირექტორის, გვანცა დოლუაშვილის მხარდამჭერებს ზაზა სარალიძეც შეუერთდა.

მასთან ერთად, ჟურნალისტისა და სამოქალაქო აქტივისტის წინააღმდეგ საქმის წარმოება ამ ფორმით საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები