ახალი ამბები
შიდა ქართლის პოლიციამ 70-ლარიანი ქონების ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შიდა ქართლის პოლიციის კასპის განყოფილების თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, 25-წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს. შემთხვევა სოფელ მეტეხში 1 აგვისტოს მოხდა.

პოლიციას მოქალაქემ აცნობა, რომ მისი სახლიდან დაკარგულია ნივთები. ადვოკატ სოსო გაბარაევის განცხადებით, დაკარგული ნივთების ფასი უმნიშვნელოა. დაკავებულის დედა აცხადებს, რომ ნივთები სულ 70 ლარად შეფასდა.

,,ვერ გეტყვით, პოლიციამ როგორ დაადგინა სავარაუდო ქურდის ვინაობა." - აცხადებენ მშობლები. ისინი დღეს გორის სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვას ელოდებოდნენ. ბრალდებულის მხარე თანახმაა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმოს, ვიდრე აღკვეთის ღონისძიების საკითხს მოსამართლე განიხილავს.

თუ რა უმნიშვნელო ნივთებზეა საუბრი, ამის თაობაზე, მხარეებმა კომენტარი არ გააკეთეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები