ახალი ამბები
კონფლიქტის ზონის ახალგაზრდებმა ერთმანეთს აგვისტოს ომის ისტორიები გაუზიარეს (VIDEO)
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მაცხოვრებლები ოკუპაციის მუზეუმში შეიკრიბნენ და ერთად ცდილობდნენ გაერკვიათ რა მოხდა 10 წლის წინ.

სისხლი, ცეცხლი, გვამები, თვითმფრინავები, ტანკები, შეიარაღებული პირები და ა.შ იმ დროს 5-6 წლის ასაკის ბავშვებს 10 წლის შემდეგაც გონებაში აქვთ ჩარჩენილი.

ორგანიზაცია ,,ქართლოსის“ მიერ გამართული შეხვედრის ფარგლებში ომისდროინდელ განცდებსა და ემოციებს დღეს ისინი ერთმანეთს უზიარებდნენ.

შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების წარმომადგენელი დიმიტრი გოგიაშვილიც დაესწრო, რომელმაც ისაუბრა თუ რა გავლენას ახდენს კონფლიქტები არასრულწლოვნებზე და რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის აღზრდა უსაფრთხო გარემოში.

მშვიდობასა და უსაფრთხოების შესახებ კონფლიქტის ზონის ახალგაზრდებს სემინარი EVS - ის მოხალისეებმა ჩაუტარეს. ოკუპაციის მუზეუმში გამართული ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მხარდაჭერილი პრექტის "ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება შიდა ქართლის რეგიონში" ფარგლებში გაიმართა და ის აგვისტოს ომის 10 წლისთავისადმი კვირეულის გახსნას მიეძღვნა მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსის“ ინფორმაციით დღევანდელი შეხვედრა ერთგვარად ეხმაურებოდა 12 აგვისტოსაც, როდესაც მსოფლიო ახალაგზრდების საერთაშორისო დღეზეს აღნიშნავს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები