ახალი ამბები
ატენის ხეობაში დამჩქერას ჩანჩქერისკენ ახალი ტურისტული მარშრუტი შეადგინეს
გორიდან 12 კმ მანძილზე ახალი ტურისტული მარშრუტი შეიქმნა. ამის თაობაზე დღეს გორის ტურიზმის განყოფილებაში პრეზენტაცია გამართეს.

განყოფილების წარმომადგენლებმა მდინარე ტანას ხეობაში შესწავლილ იმ ადგილების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც ჯერ ტურიზმისთვის აუთვისებელია.

ტურიზმის განყოფილებასთან შექმნილმა მოლაშქრეთა კლუბმა უკვე გაიარა და შეისწავლა რამოდენიმე მარშრუტი, მათგან აღსანიშნავია დამჩქერას ჩანჩქერი და ბალოვანას ხეობა, რომლებიც ატენი - ორმოცი - ბოშურის ზონაში მდებარეობენ.

,,განსაკუთრებით ამ ახალი მარშრუტებიდან ყველაზე მოსახერხებელი და ადვილად დასალაშქრავი დღეისთვის, დამჩქერას ხევია, სადაც ძალიან ლამაზი დამჩქერას ჩანჩქერი მოედინება." - აღნიშნეს ტურიზმის განყოფილებაში.

პრეზენტაციას უძღვებოდნენ: მოლაშქრეთა კლუბის ხელმძღვანელი მამუკა (სკიპი) ნადირაძე, წევრები ლაშა მაისურაძე და ირაკლი ციცაგი

დამჩქერას ჩანჩქერი: მანძილი გორიდან - 12 კილომეტრი; ატენის სიონიდან ფეხით სავალი 1,30 სთ. მანქანით სავალი სიონიდან 40 წთ. ზღვის დონიდან 800 მეტრი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები