ახალი ამბები
სამგზავრო ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა - გარდაცვლილია ერთი ადამიანი
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის მთავარ მაგისტრალზე, კასპის რაიონის სოფელ ოკამთან.

რუსთავისკენ მიმავალი სამგზავრო ავტობუსი ტრაილერს უკანა მხრიდან შეეჯახა. დაღუპულია ერთი ადამიანი,

ათამდე დაშავებული კი მცხეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები