6 აგვისტო
20:00
აქცია ომში დაღუპული ჯარისკაცების მემორიალთან. აქციის მიზანია -
1991-1992 და 2008 წლებში დაღუპული ადამიანებისადმი ხსოვნის
დადასტურება, აქციის მონაწილეები ყვავილებით შეამკობენ ომში დაღუპული
ჯარისკაცების მემორიალს.
ღონისძიებას ორგანიზატოპრები არიან „ინვალიდ-მეომართა და დაღუპულ
მებრძოლთა მეუღლეთა კავშირი“ და მოძრაობა „ქალები - მშვიდობისა და
უსაფრთხოებისათვის“ უწევს.
7 აგვისტო
22:00
8 აგვისტოს მემორიალის სკვერში ვიდეოინსტალაციისთვის 16 მონიტორი
განთავსდება, რომელზეც უჩვენებენ ომის გმირების მოკლე ბიოგრაფიასა და
კონფლიქტის კადრებს. აქციის მსვლელობისას, ხსოვნის პატივსაცემად
სიმბოლურად სანთლებიც აინთება.
აქციის ორგანიზატორია გორის მუნიუციპალიტეტი.
8 აგვისტო
09:30
ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად წირვა ღვთისმშოლის შობის
სახლეობის ეკლესიაში აღევლინება.
10:15
გორის ცენტრალურ მოედანზე მოქალაქეებს დაურიგდებათ სამკერდე ნიშნები,
რომელზეც გამოსახული იქნება ხსოვნის სიმბოლო.
11:30
გვირგვინებით შეამკობენ შინდისის გმირების მემორიალურ სვეტს.
12:00
გორის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ომში დაღუპული გმირების სულის
მოსახსენიებელი პანაშვიდი შესრულდება.
14:00
მეუფე ანდრია და სხვა სასულიერო პირები კონფლიქტის ზონის სოფელ აძვის
ტაძარში აღავლენენ ლოცვას. პარალელურად გორის სამხატვრო სკოლაში ფოტო
გამოფენა მოეწყობა ომის თემაზე.
17:00
გორის თეატრში, მოეწყობა დოკუმენტური ფილმის, ,,გორი, უახლესი
ისტორია. 2008 წლის აგვისტო“ პრეზენტაცია.
18:00
სოფელ ერგნეთში, ომის მუზეუმში პროექტ 08.08.08 პრეზენტაცია.
19:00
გორის სამხატვრო სკოლაში დაგეგმილია, სალომე ბენიძის წიგნის
პრეზენტაცია ,,გმირი ქალები“.
18:00
აგვისტოს ომის კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გორის ცენტრალურ
მოედანზე სანთლების აქციით - ,,08.08.08“ დასრულდება.
იმავე დღეს გვირგვინით შეამკობენ შემდეგ მემორიალებს:,,სიცოცხლის
ხე“-ს ვერხვების დასახლებაში, 8 აგვისტოს მემორიალს, გორის ციხის
ფერდობზე მდებარე გმირების მემორიალს და შინდისის გმირების მემორიალურ
სვეტს, სოფელ შინდისში.
თუ გსურთ რუკის ნახვა გადადით მოცემულ
ლინკზე.
სტატიის გამოყენების პირობები