მსხვერპლით დასრულდა ავარია ჯავის რაიონში, რომლის დროსაც 34-წლის
მამაკაცი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური მედია
ავრცელებს.
სააგენტოების ცნობით, ,,კრაზის" ტიპის სატრანსპორტო საშუალება გზის
სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. დაიღუპა მგზავრი.
შემთხვევა ჩესელთი-გუფთას მონაკვეთზე მოხდა. ,,კრაზს" 41-წლის
მამაკაცი მართავდა.
სტატიის გამოყენების პირობები