ახალი ამბები
ხაშურში ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნა
ხაშურის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის შენობის სარდაფში რეპრესირებულთა და აგვისტოს ომის მონაწილეთა ხსოვნის საპატივსაცემოდ ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნა.

მუზეუმი, ბიბლიოთეკის დირექტორ მაკა დიდებულიძესთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაცია "მეგობრობის ხიდი ქართლოსის" ხელმძღვანელმა მეგი ბიბილურმა გახსნეს.

მუზეუმის სივრცე ორი ნაწილისგან შედგება და მოიცავს როგორც საბჭოთა, ისე 2008 წლის ოკუპაციის ამსახველ ისტორიულ დოკუმენტებსა და ფოტო მასალას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ წარმომადგენლები მუნიციპალიტეტიდან, სხვადასხვა ორგანიზაციებიდან და დაინტერესებული პირები.

ოკუპაციის მუზეუმი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით პროექტ "ოკუპაციის მუზეუმები შიდა ქართლში" გაიხსნა, პროექტს ახორციელებდა არასამთავრობო ორგანიზაცია "მეგობრობის ხიდი ქართლოსი". მუზეუმი ღია იქნება ღონისძიებებისთვის. მოეწყობა ღია დისკუსიები და მოწვეული სტუმრები საჯარო ლექციებს წაიკითხავენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები