ახალი ამბები
ცხინვალში რუსმა ოფიცრებმა ოსი სერჟანტები ცემეს
ჯავის რაიონში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე ოსი სერჟანტები რუსმა ოფიცრებმა ცემეს. ნაცემია საკუთრივ ოფიცრებიც. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,კავკაზ რეალი“ ავრცელებს. საქმე სერჟანტების მიმართ აღიძრა და მათ 5-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

სერჟანტები ჩრდილოეთ ოსეთიდან არიან და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დისლოცირებულ მე-4 სამხედრო ბაზაზე მსახურობდნენ. მათ ინტერებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამოქალაქო ინიციატივას“ წარმომადგენელი ოლეგ თეზიევი იცავს.

თეზიევის განცხადებით, ოსი სერჟანტების მიმართ საქმე უსამართლოდ აღიძრა, რადგან ინციდენტში დამნაშავეები ოფიცრები არიან. მისი თქმით, ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ ასეთი ფაქტი დე-ფაქტო ტერიტორიაზე არ უნდა ხდებოდეს.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ერთ-ერთ ოს სერჟანტს დაზიანებები (მოტეხილობები) სახეში ჰქონდა, ხოლო მეორე მათგანს ჰემართროზი დაუდგინდა – სისხლჩაქცევა სახსრის ღრუში.

გაგრძელება:

რუსი და ოსი ჯარისკაცების დაპირისპირების ფაქტზე მთავარმა მოწმემ ოსები დაიცვა

Print

სტატიის გამოყენების პირობები