ახალი ამბები
ხაშურში ,,ინშაათ საქართველო" სამუშაოების დასრულებას 8 თვეა აგვიანებს
კომპანია ,,ინშაათ საქართველო" ხაშურში სპორტკომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას 8 თვეა აგვიანებს. ამის თაობაზე, ხაშურის მერიამ კომპანიას ვადა 4-ჯერ გაუგრძელა.

,,ინშაათ საქართველოს' წარმომადგენლობა აცხადებს, რომ სამუშაოების დაგვიანება არასწორად შედგენილმა პროექტმა გამოიწვია.

პროექტის ღირებულება 701 000 ლარია. ტენდერში კომპანიამ 2017 წლის ოქტომბერში გაიმარჯვა. სამუშაოები 2018 წლის 28 იანვარს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ხაშურის მერმა ამჯერად ვადა 2018 წლის 30 აგვისტომდე პირგასამტეხელოს დაკისრების გარეშე გადაუწია.

მასშტაბური სარეაბილიოტაციო სამუშაოებისთვის ხაშურის მერიას ტენდერი მანამდე ორჯერ ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა ორივე მათგანი უარყოფითი შედეგით დაასრულა. მესამედ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად ,,ინშაათ საქართველო" გამოაცხადა, რომელსაც კიდევ ორი კონკურენტი ჰყავდა.

ხაშურის მერიამ ორივე კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცა და გამარჯვებულად ,,ინშაათ საქართველო" გამოაცხადა. ეს ის კომპანიაა, რომელმაც გორში საბავშვო ბაღის მშენებლობა ვერ დაასრულა, უფრო მეტიც, საზედამხედველო საინჟინრო ჯგუფის შეფასებით, მშენებლობის დროს, უხარისხო ბეტონი გამოიყენა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები