ახალი ამბები
ხვალ ბობნევში ტურისტული სასწავლო ბანაკი ,,გზამკვლევი’’ გაიხსნება
2018 წლის 14 აგვისტოს სოფელ ბობნევში ტურისტული სასწავლო ბანაკი ,, გზამკვლევი’’ საზეიმოდ გაიხნება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ტურიზმის განყოფილებიდან აცნობეს.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ბანაკი 17 საათზე გაიხსნება და მას გორის მერი კოტე თავზარაშვილი და თბილისიდან მიწვეული სტუმრები დაესწრებიან.

,,ტურისტული სასწავლო ბანაკი ,,გზამკვლევი’’ არის ერთ კვირიანი და მასში მონაწილეობას მიიღებენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნნივერსიტეტის და ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები.
ბანაკი იწყებს გიდების მომზადებას, მათი პრაქტიკული საქმიანობა გაგრძელდება გორის მუზეუმებში." - აღნიშნავენ ტურიზმის განყოფილებაში.

ბანაკი გაიხნება გორის მუნიციპალიტეტის მერიისდა გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებაის ინიციატივით.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები