ახალი ამბები
რუსი და ოსი ჯარისკაცების დაპირისპირების ფაქტზე მთავარმა მოწმემ ოსები დაიცვა
დღეს, ქალაქ ვლადიკავკაზში გამართულ სასამართლო სხდომაზე მთავარმა მოწმემ განაცხადა, რომ ოსი ჯარისკაცები უდანაშაულონი არიან. ამ განცხადების გამო, შიშობს, რომ ცხინვალში დაბრუნებისთანავე მოკლავენ.

ჩრდილოეთ ოსეთის არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამოქალაქო ინიციატივას" ხელმძღვანელი ოლეგ თეზიევი სოციალურ ქსელში წერს, რომ იგი რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმის დაცვის მოთხოვნით მიმართავს.

თეზიევის განცხადებით, ბრალდების მთავარი მოწმის სიცოცხლე საფრთხეშია. ხოლო სასამართლო მიკერძოებულია, რადგან პროცესზე ბრალდებულ სამხედროებს სიტყვის თქმის უფლებას არ აძლევენ.

საქმე იმაშია, რომ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე რუსი ოფიცრები და ოსი სერჟანტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია 2018 წლის 8 აგვისტოს ვებ-პორტალმა ,,კავკასიის რეალმა" გამოაქვეყნა.

სტატიის მიხედვით, ოფიცრებმა სერჟანტებს სცემეს. ხოლო სისხლის სამართლის საქმე სერჟანტების მიმართ აღიძრა. ორივე ბრალდებული ჩრდილოეთ ოსეთის მკვიდრია და მათ 5-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.



ამავე თემაზე: ცხინვალში რუსმა ოფიცრებმა ოსი სერჟანტები ცემეს
Print

სტატიის გამოყენების პირობები