ახალი ამბები
ხაშურის მერიის დაკვეთით მომუშავე 11 კომპანია ,,შავ სიაში" მოხვდა
2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის აგვისტომდე ხაშურის მერმა 11 კომპანია შავ სიაში მოახვედრა. ამის შესახებ ინფორმაცია შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

შავ სიაში არ მოხვდა კომპანია ,,ინშაათ საქართველო", რომელსაც ხაშურის გარდა, რამდენიმე ობიექტი შიდა ქართლის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში არ დასრულებია. უფრო მეტიც. საზედამხედველო კომპანია ,,ინვესტ გრუპის" დასკვნის მიხედვით, ,,ინშაათ საქართველომ' საბავშვო ბაღის მშენებლობის დროს, უხარისხო ბეტონი გამოიყენა. ამ ბეტონით აშენებული კედლები დაანგრიეს.

ერთი წლის განმავლობაში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაკვეთით დაწყებული სამუშაოები ვერ დაასრულეს შემდეგმა კომპანიებმა:


ი.მ. ირაკლი ხომასურიძე (პირადი №38001009097)

შპს „ჯეოონო“ (ს/კ: 416292185)

შპს „GS“ (ს/კ: 401981021)

შპს „მაგნოლია“ (ს/კ: 406187353)

შპს „ალიგატორი“ (ს/კ: 400193081)

შპს „Live Design“ (ს/კ: 412683993)

შპს „სუპერ ჯგუფი ლდბჯ“ (ს/ნ: 443858096)

შპს „წყალმშენი 2013“ (ს/ნ: 417880154)

შპს „NEW STYLE BUILDING“ (ს/ნ: 445416871)

ამხანაგობა „მშენებელი“ (ს/ნ: 200286056)

შპს „ალიგატორი“ (ს/ნ: 400193081)

შპს „ორბიტა“ (ს/ნ: 406102863)

ხაშურისგან განსხვავებით, ქარელის, კასპისა და გორის ამჟამინდელ მერებს შავ სიაში ჯერ არავინ მოუხვედრებიათ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები