ახალი ამბები
გორში წმინდაწყალზე ,,რუსული საუნა" ფუნქციონირებს
გორში, წმინდაწყალზე, რუსული აბანო ფუნქციონირებს. მისი მდგომარეობით სახალხო კონტროლი დაინტერესდა. ვიდეო მასალა ტელეკომპანია ,,იბერიის" ეთერში გადასცეს.

რუსულ აბანოსთან ერთად დაწესებულებაში ფინური საუნაც გახსნეს. პროექტის ავტორმა გადაიღო აბანოსა და საუნაში არსებული მძიმე მდგომარეობა. შენობა შპს ,,მომსახურების ცენტრს" ეკუთვნის, რომლის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ობიექტს ყიდის.

ამჟამინდელი ფასები ასეთია: მომსახურება ერთი ადამიანისთვის 5 ლარი, ორი ადამიანისთვის - 8. თითო ტილოს ფასი კი - 1 ლარი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები