ახალი ამბები
კასპში ვარჯაანის დასახლებაში ასფალტი დაიგება
ქალაქ კასპში, ვარჯაანის დასახლებაში, ახალი ასფალტი დაიგება. ამის თაობაზე ადგილობრივ ბიუჯეტში მთავრობის დახმარებით 850 000 ლარი გაითვალისწინეს.

სამუშაოები ჩოლოყაშვილისა და გრიშაშვილის ქუჩებზე ჩატარდება. სულ გზის სიგრძე 1, 3 კმ-ია.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია 29 აგვისტოს გამოვლინდება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 3 თვეში უნდა დაასულოს.

ვარჯაანის დასახლება კასპის გარეუბანია. სახელი დაკავშირებულია უძველეს ნასოფლართან, სადაც არქეოლოგიური გათხრების დროს, უძველესი ნივთები ოთხ არქეოლოგიურ ფენაში აღმოაჩინეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები