ახალი ამბები
გორელი ბიზნესმენის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
გორელი ბიზნესმენის, გურამ გოგიჩაიშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო განხილვა დასრულდა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს, რეზო გოგრიჭიანს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მკვლელობა გასულ წელს 2017 წლის 15 იანვარს წერეთლის გამზირზე მოხდა. გურამ გოგიაშვილი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ოფისში მოკლეს.

ფაქტს ორი თვითმხილველი ჰყავდა, რომლებიც მკვლელობის დროს ოფისში იმყოფებოდნენ. 

სასამართლო განჩინების მიხედვით, ბრალდებულს რეზო გოგრიჭიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მიხედვით (განზრახ მკვლელობა) წაუყენეს. ამავე განაჩენის მიხედვით, მკვლელობის მოტივი არ ჩანს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები