ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთი ე.წ. საზღვრებს 3 დღით ჩაკეტავს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების სამსახური ე.წ. საზღვრებს 3 დღით ჩაკეტავს. ამის შესახებ განცხადებას არაღიარებული რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

გამშვები პუნქტები, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიასთან, 24 აგვისტოს 20 საათიდან 27 აგვისტოს 6 საათამდე არ იმუშავებს. აღნიშნული შეზღუდვა განსაკუთრებით ახალგორის რაიონისკენ მიმავალ მგზავრებს შეეხებათ.

დე-ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის მიერ ,,სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის" დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების 10-წლისთავს აღნიშნავენ, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები