ახალი ამბები
გორში ,,ქართული ოცნების" აქტივი შეიკრიბა
,,ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის მხარდამჭერები გორში შეიკრიბნენ. შეხვედრა პარტიის ოფისში, წერეთლის გამზირზე შედგა. 

აქტივის კოორდინირება ამ ეტაპზე გორის მერს კოტე თავზარაშვილს დაევალა. თავზარაშვილი პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა.

პარტიის წარმომადგენლის და, ამავე დროს, საკრებულოს წევრის მიშა გოგინაშვილის განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებით,  კოორდინირებას კოტე თავზარაშვილი მანამდე განახორციელებს, ვიდრე შტაბის ხელმძღვანელი არ აირჩევა.

შესახვედრად მხარდამჭერები ავტომანქანებით და ავტობუსებით იყვნენ მობილიზებულები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები