ახალი ამბები
ორი ავარია ცხინვალის რაიონში - დაშავებულები არიან 21-24 წლის ახალგაზრდები
ბოლო ერთი დღის განმავლობაში მომხდარი ავარიების გამო ცხინვალის საავადმყოფოში სამი ახალგაზრდა მოათავსეს. ისინი 21-დან 24 წლამდე ასაკისები არიან.

ერთი ავარია ჯავასთან მოხდა. ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები, 22-წლის მოქალაქე ავტომანქანა ВАЗ-21014-ით ხეს შეეჯახა. მეორე შეჯახება კი, ცხინვალში, საბჭოს ქუჩაზე დაფიქსირდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, "Kia Rio"-ს მძღოლი (21 წლის) საპირისპირო ზოლში გადავიდა და შეეჯახა "Лада Гранта"-ს მარკის ავტომანქანას, რომელსაც 24-წლის მძღოლი მართავ. თავის მხრივ "Лада Гранта" შეეჯახა მესამე მანქანას, რომელსაც ასევე 24 წლის მძღოლი მართავდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები