ახალი ამბები
გორის 4 ქუჩაზე ასფალტის დაგება დაიწყეს
ქალაქ გორში, კოსტავას, ყაზბეგის, ევდოშვილის და ეკატერინე ჯუღაშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

სამშენებლო ტექნიკა კოსტავას ქუჩაზე უკვე გამოჩნდა. ამ ქუჩებზე ასფალტს კომპანია ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-ს დააგებს.

აღნიშნულ კომპანიასთან მერიამ ხელშეკრულება 13 აგვისტოს გააფორმა. სულ 520 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები 3 თვეში უნდა დასრულდეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები