ახალი ამბები
სკოლებში მეორე უცხო ენის ასარჩევად მშობელთა კრებები ტარდება
საჯარო სკოლებში მოსწავლეებისთვის მეორე უცხო ენის ასარჩევად მშობელთა კრებები ტარდება. 

ამის შესახებ რამდენიმე სკოლის ადმინისტრაციამ მშობელთა მობილიზება უკვე დაიწყო.

ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, საჯარო სკოლებში ორი უცხოური ენის სწავლებაა სავალდებულო.

,,ინგლისური, როგორც პირველი უცხოური ენა ისწავლება I-XII კლასებში, მეორე უცხოური ენის სწავლება კი სავალდებულოა V-XII კლასებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვიწვევთ მშობელთა კრებებს, თუ რომელი მეორე უცხოური ენის სწავლა სურთ 2018-2019 სასწავლო წელს." - აღნიშნავენ კასპის რაიონის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლებში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები