ახალი ამბები
მოხისის დევნილთა დასახლებაში ერთადერთი ჭაბურღილი დაზიანდა
არელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისთან არსებულ დევნილთა დასახლებაში სასმელი წყლის მიწოდება შეწყდა. ერთადერთ ჭაბურღილზე წყლის ტუმბო დაზიანდა.

ამის გამო ქარელის მერიამ თანხა სარეზერვო ფონდიდან გამოყო. მერიის ადმინისტრაციის ცნობით, ტუმბოს შეძენა და დამონტაჟება 17 აგვისტოს დასრულდება.

მოხისის დასახლებაში 2008 წლის აგვისტოს ომში დაზარალებული და იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა ცხოვრობს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები