ახალი ამბები
სოფელ ხეობაში თვეზე მეტია წყარო დაშრა
ოფელ ხეობაში ძლიერი გვალვების გამო დაშრა წყაროები, მოსახლეობას არ მიეწოდება სასმელი წყალი. ამის შესახებ ზემო ხვედურეთის წარმომადგენელბმა ქარელის მერს 2018 წლის 13 აგვისტოს აცნობა.

მისი თქმით, 30 ოჯახი დარჩენილია სასმელი წყლის გარეშე. ხოლო ერთადერთი ჭა მდინარე ხვედურელას ნაპირზე მდებარეობს.

,,საჭიროა მდინარესთან ახლოს მდებარე ჭაში ჩაიდგას ტუმბო, რითაც მოსახლეობას აღუდგეს წყლის მიწოდება. მოხუცები და ბავშვები, შინაური ცხოველები და ფრინველები დარჩენილია სასმელი წყლის გარეშე.“ - აღნიშნეს ეკონომიკურ სამსახურში შექმნილმა ინსპექტირების ჯგუფის წევრებმა.

ქარელის მერიის ადმინისტრაციის ცნობით, მდინარის ნაპირზე არსებული ჭიდან სოფლის ცენტრამდე წყლის გადასაქაჩად გათვალისწინებული სამუშაოები 17 აგვისტოს დასრულდება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები