ახალი ამბები
რუსი და ოსი ჯარისკაცების დაპირისპირების საქმე ხმაურის ფონზე იხილება
მაურის ფონზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, სადაც ცხინვალის ტერიტორიაზე განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე მომხდარ ინციდენტს იხილავენ. ბრალდებულები არიან ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები სერჟანტები. მათ ბრალად რუსი ოფიცრების ცემა ედებათ.

საქმეს ვლადიკავკაზის სამხედრო სასამართლო იხილავს. ბოლო სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების ახლობლებმა სასამართლო არაობიექტურ მიდგომაში დაადანაშაულეს. იყო სიტყვიერი დაპირისპირება. პროცესს სამართალდამცველები ესწრებიან.

ჩრდილოეთ ოსეთის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ოლეგ თეზიევი აცხადებს, რომ აუცილებელია სერჟანტების უფლებების დაცვა და მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერა. ის ერთ-ერთ სერჟანტის უფლებებს იცავს და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა.

სასამართლო პროცესზე სამხედრო პროკურატურის მთავარი მოწმე დაკითხეს, რომელმაც განაცხადა, რომ სერჟანტებს თავდაპირველად რუსმა სამხედროებმა დაარტყეს. ექსპერტიზის პასუხების მიხედვით, დაშავებულები იყვნენ როგორც ოფიცრები, ასევე, სერჟანტები.

რუს და ოს სამხედროებს შორის ჩხუნი 2017 წლის მაისში მოხდა. ერთ-ერთი ოფიცერი გაათავისუფლეს, მეორეს კი, საყვედური მისცეს. ოს სერჟანტებს კი ბრალი წაუყენეს. მათ 5-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მთავარი მოწმე, რომელიც აცხადებს, რომ ინციდენტის პროვოცირებაში რუს ოფიცრებს მიუძღვის წვლილი, სიცოცხლის უსაფრთხოებას ითხოვს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები