ახალი ამბები
თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის წევრებმა მარაბდის ბრძოლაში დაღუპულებს პატივი მიაგეს
16 აგვისტოს, სოფელ მარაბდაში, თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა მარაბდის ბრძოლაში დაღუპულებს პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, ამ დღეს, გამგეობის თანამშრომლები ტრადიციულად აღნიშნავენ.

მარაბდის ეკლესიაში, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა მეუფე ანანიამ მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინა.

მარაბდის ბრძოლაში, რომელიც 1625 წლის 1 ივლისს (ძველი სტილით) სპარსეთის შაჰ-აბას პირველის არმიასთან გაიმართა, დაიღუპა 10 000-მდე ქართველი. ასევე,  ჯანდიერი, თეიმურაზ მუხრანბატონი, ბაადურ ციციშვილი, ეპისკოპოსები რუსთველი და ხარჭაშნელი, ცხრა ძმა ხერხეულიძე, ცხრა მაჩაბელი, შვიდი ჩოლოყაშვილი და ა.შ.

მარაბდის ბრძოლას წინ მარტყოფის ბრძოლა უძღოდა, რომელიც გიორგი სააკაძის მეთაურობით ქართველთა გამარჯვებით დასრულდა. მარაბდის ველზე ქართლ-კახეთის გაერთიანებულ ლაშქარს თეიმურაზ მეფე ხელმძღვანელობდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები