ახალი ამბები
ხაშურში 70 წელს გადაცილებულ ქალს პატრულის მანქანა დაეჯახა
ხაშურში, 70 წელს გადაცილებულ ქალს, რომელიც გზაზე გადადიოდა, პატრულის მანქანა დაეჯახა. ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ,,ხაშური ჩემი ქალაქიას" პროფილით აიტვირთა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ქალბატონი თავს კარგად გრძნობს და ის იმავე დღეს საავადმყოფოდან სახლში გაწერეს.

თავდაპირველი მოკვლევით ცნობილი ხდება, რომ ტერიტორიაზე გაჩერებული იყო უამრავი მსუბუქი და სატვირთო მანქანა, რითაც ხილვადობა შეზღუდული იყო.

,,გამოძიება მიმდინარეობს 276-ე მუხლის პირველი ნაწილით. ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები და შეჯახების ზუსტი მიზეზები დადგინდება" - აცხადებს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები