ახალი ამბები
შიდა ქართლის გუბერნატორად გიორგი ხოჯევანიშვილის კანდიდატურა განიხილება
იდა ქართლის გუბერნატორად გიორგი ხოჯევანიშვილის კანდიდატურა განიხილება. მედიაში კი, გავრცელდა ინფორმაცია ალეკო ხოჯევანიშვილის დანიშვნის თაობაზე.

33-წლის გიორგი ხოჯევანიშვილი 2011-2013 წლებში საქართველოს სასჯელარსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში მუშაობდა, ეკავა საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის პოსტი.

რაც შეეხება ალეკო ხოჯევანიშვილს, ის გიორგი ხოჯევანიშვილის ძმაა. ალეკო ხოჯევანიშვილი შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსია.

შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა თავისუფალი, როდესაც პრემიერ-მინისტრად მამუკა ბახტაძე დაინიშნა. ბახტაძემ რეგიონების ხელმძღვანელები თანამდებობიდან გაათავისუფლა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები