ახალი ამბები
,,ხალხო, შევიდეთ სიის მიხედვით, ვიზეიმოთ სამართლიანობა"

 

თეორიულ გამოცდაზე მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს მოქალაქეები, რიგების რეგულაციის მიზნით,  სპეციალურად შედგენილი სიის მიხედვით შეჰყავთ შენობაში. სიის შედგენა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ცხადდება გვარები და სახელები. ამიტომ არავინ იცის, ზუსტად როდის უწევს რიგი, შესაბამისად მოქალაქისთვის აუციელებელია ნებისმიერ დროს ადგილზე ყოფნა.

 

პარალელურად, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მომსახურების სააგენტოსთან არასწორად დაყენებული მანქანების მძღოლებს აჯარიმებს. ,,დღის პირველ ნახევარში ერთი ორმოცდაათი კაცი მაინც დააჯარიმეს" - გვითხრეს თვითმხილველებმა.

 

"მართვის მოწმობებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება ზოგიერთი მედია საშუალების მიერ. მომსახურების სააგენტომ არაერთი განცხადება გააკეთა და პრეზენტაციებიც გამართა თბილისსა და რეგიონებშიც. ახალი ბილეთები რომელიც 15 დეკემბრიდან შემოდის გართულებული არ არის! ახალ 3 დე ბილეთებში, რომელიც ძალაში 15 დეკემბრიდან შევა, დახვეწილია კითხვის როგორც შინაარსი, ასევე ფორმა და ვიზუალური მხარე. გამოყენებულია სიტუაციის აღმწერი ვიდეორგოლები, რის საშუალებითაც მართვის მოწმობის მსურველს სიტუაციის უკეთესად აღქმისა და გაანალიზების საშუალება ეძლევა. არ იცვლება კითხვების შინაარსი, რადგან არ შეცვლილა საგზაო მოძრაობის წესები, ასევე არაა გაზრდილი ბილეთების რაოდენობა. თეორიული გამოცდის15 დეკემბრამდე ჩაბარების არანაირი აუცილებლობა არ არის!", - წერს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ნინო გიორგობიანი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები