ახალი ამბები
ზემო ხვედურეთში ნადირობის დროს მამაკაცი მოკლეს
არელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვედურეთთან ახალგაზრდა მამაკაცი სანადირო თოფით მოკლეს. გარდაცვლილი სოფელ ქვენაფლავში ცხოვრობდა და სამხედრო მოსამსახურე იყო.

ზემო ხვედურეთის წარმომადგენლის ცნობით, პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო და სავარაუდოდ შემთხვევა ნადირობის დროს მოხდა.

,,ბრალდებული ჩვენი სოფლის მკვიდრია, ნადირობდა. ის ბიჭი კი ადგილზევე გარდაცვლილა" - ამბობს გიორგი თურმანიშვილი.

თავდაპირველი ვერსიით, სამხედრო პირი ზემო ხვედურეთის გავლით სახლში მიდიოდა და შებინდებისას მონადირის მსხვერპლი გახდა
.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი დაგვპირდა რომ ოფიციალურ ინფორმაციას მოგვაწვდის.

ამავე თემაზე:

ზემო ხვედურეთში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Print

სტატიის გამოყენების პირობები