ახალი ამბები
აბისისთავში ტუმბო დაზიანდა და უწყლოდ მთელი სოფელი დარჩა
არელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისისთავში სასმელი წყლის ტუმბო დაზიანდა. ამის გამო, სოფლის მოსახლეობა წყლის გარეშეა დარჩენილი.

გამგეობის ეკონომიკური სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა დაადგინა, რომ სოფელში სასმელი წყლის მისაღებად სხვა ალტერნატიული საშუალება არ გააჩნიათ. სისტემა მწყობრიდან 17 აგვისტოს გამოვიდა.

ქარელის მერმა ზაზა გულიაშვილმა სოფლისთვის ახალი ტუმბოს შეძენა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გადაწყვიტა. ამისათვის სარეზერვო ფონდიდან 1083 ლარი გამოყო.

ოფიციალურად ეს უკვე მესამე შემთხვევაა, რაც ქარელის რაიონის სოფლებში სასმელი წყლის ტუმბოების დაზიანების ფაქტებს ადასტურებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები