ახალი ამბები
ქარელის რაიონში მტკვარში 27-წლის მამაკაცს ეძებენ
არელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ახალსოფელი-სამწევრისი მონაკვეთზე მაშველები მამაკაცს ეძებენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივებმა აცნობეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამძებრო სამუშაოები სოფელ სამწევრისის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

კეხიჯვარი-სამწევრისის წარმომადგენლის ავთანდილ ცხვედაძის განცხადებით, მამაკაცი არ არის მათი სოფლის მკვიდრი: ,,როგორც მე მითხრეს, მეზობელ დასახლებაში ცხოვრობდა"

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი კვალიფიცირდება, როგორც თვითმკვლელობამდე მიყვანა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები