ახალი ამბები
რუსეთის საზღვართან ქარელელ მოქალაქეს ,,GLOCK 17" უპოვეს
ოლიციამ ქარელელი მამაკაცი დააკავა, რომელსაც ,,დარიალის" გამშვებ პუნქტთან ცეცხლსასროლი იარაღი ,,GLOCK 17" უპოვეს. ამის გამო, გორის სასამართლომ გუშინ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მამაკაცი 1958 წელსაა დაბადებული. პროკურატურის მიხედვით, იგი მსგავსი დანაშაულის ჩადენაში არაერთგზისაა მხილებული.

ამავე დროს, პროკურატურა მას იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა-ტარების გარდა, საბაჟო წესების დარღვევის მცდელობის გამოც, ედავება.

პროკურატურის ცნობით, მოქალაქე საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციისკენ გადაადგილდებოდა. 

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილით (იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება არაერთგზის), ასევე, 18-236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (დანაშაულის მომზადება ტარების ნაწილში) და 19-214-ე მუხლი (საბაჟო წესების დარღვევის მცდელობა.)
Print

სტატიის გამოყენების პირობები