ახალი ამბები
გორში 3 მამაკაცი იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს
იდა ქართლის პოლიციამ, იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით, 3 მამაკაცი დააკავა. სამივე მათგანს გორის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

დაკავებულები არიან 27, 37 და 46 წლის ასაკის პირები. პროკურორმა  აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით სასამართლოს გუშინ 19 აგვისტოს მიმართა.

შს სამინისტროს ცნობით, 1981 წელს დაბადებულ მამაკაცს ბრალი 236-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით წარედგინა (იარაღის შეძენა-შენახვა და ტარება), ხოლო დანარჩენ ორს 24-236 მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილებით, რაც იარაღის შეძენა-შენახვას გულისხმობს თანამონაწილეობის კუთხით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები