ახალი ამბები
გორიდან რუსეთისკენ იარაღის გატანის მცდელობის საქმეზე სულ 4 პირია დაკავებული
აქართველო-რუსეთის საზღვარზე ამოღებულ იარაღის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

პროკურატურამ, რუსეთის ფედერაციაში ,,გლოკ 17"-ის გატანის მცდელობის ფაქტზე, სულ 4 პირი, მათ შორის, გორში 3 პირი დააკავა. 

რაც შეეხება მეოთხე პირს, ის ქარელიდანაა. პროკურატურას ეჭვი აქვს, რომ ,,დარიალის" გამშვებ პუნქტის გავლით, იარაღის გატანის მცდელობის საქმეში, ქარელელის გარდა,  3 გორელი მოქალაქეც ფიგურირებს.

გორელებიდან ერთ-ერთ მათგანს ადვოკატი სპარტაკ ვარძელაშვილი იცავს. მისი თქმით, გაუთქმელობის ფურცელზე ხელი აქვს მოწერილი და უფლება არა აქვს ისაუბრობს საქმის დეტალებზე.

,,ერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს დანაშაულს. მას დანაშაულში თანამონაწილეობა ედება ბრალად" - აცხადებს ადვოკატი ვარძელაშვილი.

საქმე იმაშია, რომ შს სამინისტროს თანამშრომლებმა ქარელის რაიონში 1958 წელს დაბადებული მამაკაცი იმ დროს დააკავეს, როდესაც ის რუსეთის ფედერაციაში ,,დარიალის" გავლით მიდიოდა. ამ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

მისი დაკავების შემდეგ, გორში სამი პირი დააპატიმრეს. ამ სამიდან ერთ-ერთ მათგანს - ანალოგიური ბრალდება წაუყენეს, ხოლო დანარჩენ ორს - დანაშაულში თანამონაწილეობა.

ამავე თემაზე:

რუსეთის საზღვართან ქარელელ მოქალაქეს ,,GLOCK 17" უპოვეს

გორში 3 მამაკაცი იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს
Print

სტატიის გამოყენების პირობები