ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად გორში ხელმოწერებს აგროვებენ
აქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გორში იმყოფება. ის მოქალაქეებს თავდაპირველად ,,ლომჭაბუკის" მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა.

სპეციალურად მოწყობილ მაგიდაზე ცესკოში რეგისტრაციისთვის საჭირო ხელმოწერები შეაგროვეს. სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება.

მოქალაქეებმა კანდიდატთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

,,რუსეთი არის მტერი. ჩვენ თუ ვლაპარაკობთ მტერზე და მის დაძლევაზე, მტერს ვერ დაძლევ, თუ შიგნით ხარ დაპირისპირებული. დღეს ვიმყოფებით კონფრონტაციის რეჟიმში, ყოველივე ქართველი ყოველ ქართველთან. ასეთ ვითარებაში კი რთულია მტრის დამარცხებაზე საუბარი." - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები