ახალი ამბები
რუსეთის წინააღმდეგ არჩილ ტატუნაშვილის საქმე განსახილველად სტრასბურგში ხვალ გაიგზავნება
ვალ 22 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განსახილველად არჩილ ტატუნაშვილის საქმე გაიგზავნება. ამის შესახებ ტატუნაშვილების ოჯახის ადვოკატი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი თამარ ავალიანი საუბრობს.

მისი თქმით, ამ საქმეზე მუშაობა დიდი პასუხისმგებლობაა. ტატუნაშვილის წამების ფაქტზე  სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შეაქვთ სარჩელი.

არჩილ ტატუნაშვილი ახალგორის რაიონში 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. 23 თებერვალს დილით კი, გარდაიცვალა. ოჯახს ცხედარი 26 დღის შემდეგ გადასცეს.

ექსპერტების  მონაცემებით, ტატუნაშვილი აწამეს. დე-ფაქტო ხელისუფლება წამების ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ ტატუნაშვილი გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები