ახალი ამბები
ქარელთან მტკვარში დაღუპული მამაკაცის ცხედარი იპოვეს
იდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა მდინარე მტკვარში მამაკაცის იპოვეს, რომლის ძებნა გუშინ დაიწყეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, 1988 წელს დაბადებული მამაკაცი თევზაობდა და წყლის დინებამ გაიტაცა:

,,სამძებრო სამუშაოებს 2 დღის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მყვინთავები აწარმოებდნენ" - აცხადებენ პრეს-სამსახურში.

ტრაგედია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების: ახალსოფლისა და სამწევრისის მონაკვეთს შორის მოხდა. კეხიჯვრის თემის წარმომადგენლის, ავთანდილ ცხვედაძის ცნობით, მამაკაცი დევნილი იყო.

,,მაცნობეს, რომ ეს ბიჭი ახალსოფლის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა," - გვითხრა სოფლის წარმომადგენელმა ავთანდილ ცხვედაძემ. ამ კოტეჯებში ძირითადად ფრონეს ხეობიდან 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იძულებით გადაადგილებული პირები არიან დასახლებულნი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები